LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Opel-მა ავტომობილის გამტაცებლებს ბრძოლა გამოუცხადა

33

Opel-მა ავტომობილის გამტაცებლებს ბრძოლა გამოუცხადა. ავტომობილი Vauxhall Astra-ს აქვს უახლესი სანავიგაციო სისტემა ONstar რომელიც მფლობელს დაკარგული ავტომობილის მოძებნას ძალიან გაუმარტივებს.

აღსანიშნავია, რომ ერთი ასეთი შემთხვევა შოტლანდიაში, გლაზგოში უკვე მოხდა და წარმატებითაც დასრულდა. ჯეიმს უოტსონი თავისი ახალი ოპელით სამსახურში გაემართა და როგორც კი სალონი დატოვა, ბოროტმოქმედმა მისი გატაცება შეძლო. ჯეიმსმა შემთხვევის შესახებ მაშინვე პოლიციას შეატყობინა და ასევე მათ მიუთითა, რომ მანქანაში სისტემა Onstar ფუნქციონირებდა. სამართალდამცავებმაც მოპარული ავტომობილი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე აღმოაჩინეს და მისი გამტაცებელიც იქვე აიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ Onstar-ის დახმარებით დისტანციური დიაგნოსტიკა, დახმარების გამოძახება და სხვა სერვისებიცაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები