LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერატორი აივნიდან თავად გადავარდა, როდესაც კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა: ილია ქელეხსაშვილი

175
Untitled

,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ქართული ოცნების” ქარელის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ილია ქელეხსაშვილმა განუცხადა.

მათი განმარტებით, იგი აივნიდან თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა.

“ტელეკომპანია “მთავარის” გადამღები ჯგუფი ოფისში შემოიჭრა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახდენდა გადაღებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი აივნიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მოაჯირი აქვს, თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა“, – განაცხადა ილია ქელეხსაშვილმა.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის” ცნობით, მათი ოპერატორი „ქართული ოცნების” ქარელის ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს. ის ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ექიმის, სოსო ჩიბირაშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს მენჯ-ბარძაყის დაჟეჟილობა აღენიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g