LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს

252
Capture

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. შესაბამისი განცხადება “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთობლივ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმითვე, აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტუმურად აღიარებისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, როგორც ვაკეთებდით რამდენიმე დღის განმავლობაში და რამაც დადო შედეგი არაღიარებისა. ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ოპოზიციის შეხვედრას “ძლიერი საქართველოს” ოფისში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g