ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით უცვლელ პოზიციას ინარჩუნებს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად გაწერილი გეგმა ეტაპობრივად სრულდება და იმედოვნებენ, რომ მასში ოპოზიციის უფრო მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის ნაწილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს გამიზნულად უშლის.
რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ან საკუთარ თავში დაასრულებს პოლარიზაციას ან ისინი დაასრულებენ მოღვაწეობას ქართულ პოლიტიკაში.