LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპოზიცია დარჩება ქუჩაში, ჩვენ მნიშვნელოვან კანონპროექტებს მივიღებთ”: ნინო წილოსანი

155
28947688-2072333819473292-3542974610120946760-o-1522411797-1024x683

გაერთიანებული ოპოზიცია ხვალიდან აქციებს გეგმავს. მათი გეგმის მიხედვით, ხვალ პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ, სადაც “სირცხვილის კორიდორს” მოაწყობენ. ხვალ უნდა გაიხსნას პირველი საგაზაფხულო სესია საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოშიც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა და განაცხადა, რომ “ოპოზიცია დარჩება ქუჩაში.”

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს იმ ნდობაზე უარის თქმას, რაც მოსახლეობამ მათ გამოუცხადა. წილოსანმა განმარტა, საპარლამენტო უმრავლესობა მნიშვნელოვანი კანონპროექტების მისაღებად ემზადება.

„დამამშვიდებელი განცხადება გააკეთეს, რომ თურმე, პარლამენტში შემოსვლის საშუალებას მოგვცემენ, თუმცა მათ ვეტყვი, რომ ნორმალურ ქვეყნებში დეპუტატები პარლამენტში შესვლას შეძლებენ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად და სახელმწიფო თავის ადგილზე იქნება”, – განაცხადა წილოსანმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სესიიდან საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს და პლენარულ სხდომებს ისინი არ ესწრებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g