LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია გაბრაზებულია, რომ გომელაურმა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო: კობახიძე

74
ირაკლი-კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია გაბრაზებულია, ამას კი ხსნის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელმაც ნიკა მელია ოფისიდან გამოიყვანა და პენიტენციურ დაწესებულებაში ჩასვა.

კობახიძე უწყების ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ მიმართულ პიარულ კამპანიაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ  პრემიერსა და მინისიტრზე თავდასხმები ლოგიკურია, რადგან ისინი მმართველ გუნდში გამორჩეულად ძლიერი ფიგურები არიან:

“ოპოზიცია გაბრაზებულია, რომ ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ძალიან ლამაზად გამოიყვანა ოფისიდან და იქ ჩასვა, სადაც მისი ადგილი იყო.

მიჩვეული ვართ კონკრეტული ტელევიზიებისა და პარტიებისგან. პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრზე თავდასხმები არის ლოგიკური იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან გამორჩეულად ძლიერი ფიგურები ჩვენს გუნდში.” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g