“შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა კიდევ არის საჭირო”,-ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან მეორე შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” სამართლიანი შეთავაზებები აქვს გაკეთებული.
“ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული და ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, ვინაიდან ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება”, — განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი მესამე დღეა მხარეებთან შეხვედრებს მართავს. ის ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდება.
