LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მაინც მოსალოდნელი იყო: ირაკლი კობახიძე

79
ირაკლი-კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მათ უარი თქვეს კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერაზე, ალოგიკურია. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.

„ახლა ჯერი ოპოზიციაზეა“: „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს

„ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მაინც მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ოპოზიცია ალოგიკურ ნაბიჯებს. თავისთავად, ეს რიტორიკაც, ბუნებრივია, არის წინააღმდეგობრივი, როდესაც ერთი მხრივ საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს ხელმოწერა არის დასავლეთიდან, კონკრეტულად ვაშინგტონიდან ზეწოლის შედეგი და მეორე მხრივ ამბობენ იმას, რომ მაინც არ აწერენ ხელს შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა, თავისთავად ეს მტკიცებაც და ლოგიკაც წინააღმდეგობრივია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უბრალოდ, შეუძლებელია – წიკლაურის ინფორმაციით, არცერთი ოპოზიციური პარტია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

ჯერჯერობით არავინ აპირებს დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელის მოწერას: გიგი წერეთელი

ოპოზიციის განცხადებით, რომ ისინი არ აპირებენ დოკუმენტზე ხელმოწერას, ცხადზე ცხადი გახდა, ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები და ვინ ვერ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესებიდან: გივი მიქანაძე

პოპულარულები