LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ჩატარებას გერმანული მოდელით ითხოვენ

181
674704ee516d7b792b2cf5425d9ada01-XL

ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ. ისინი კვლავ „ლეიბორისტულ პარტიაში“ არიან შეკრებილები.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ, კახა კუკავამ აცხადებს ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთ შანსს აძლევს და ეს შანსი ე.წ გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებაა.

„ჩვენ გვინდა კიდევ ერთი შანსი მივცეთ ამ ხელისუფლებას, რომ გამოვიდეს კრიზისიდან. ამ გამოსავლის სახით ვთავაზობთ პროპორციული არჩევნების ჩატარებას ე.წ. გერმანული სისტემით, რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციურ შესწორებას. იმისთვის, რომ დამტკიცდეს ეს შესწორება საარჩევნო კოდექსში, ამისთვის „ქართულ ოცნებას“ სჭირდება უკვე არა 117, არამედ 30 დეპუტატი. თუ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არანაირ ე.წ.გერმანულ მოდელზე არ იქნება მსჯელობა, ეს უკვე არის ლუსტრირება, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ხუნდაძემ შიოლაშვილმა და ბერაიამ კი არ აჭრა ვითარება, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეგმილი სპექტაკლი. პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება ადასტურებს ამას. თუ ამბობდნენ, რომ ხმები არ ყოფნით, ამ ბატონო, გერმანული მოდელი ამას სჭირდება 76 ხმა, საიდანაც ნახევარს იძლევა ოპოზიცია მეორე ნახევარი 30 35 ხმა უნდა მოაგროვოს „ქართულმა ოცნებამ“,-აცხადებს კახა კუკავა.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს არ განიხილავს, თუმცა აღნიშნავს რომ მდგომარეობა ქაოტურია.

„ერთადერთი ვინც დღეს საქართველოს უბიძგებს რევოლუციისთვის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ის აკეთებს ყველაფერს, რათა დაარღვიოს დაპირება, რომელზეც დედა დაიფიცა, მამა დაიფიცა, მოატყუა საერთაშორისო საზოგადოება. ყველაფრისგან აკეთებს გადახვევას და ეს არის ის მთავარი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროცესების განვითარება ქაოტური გზით“, – განაცხადა კახა კუკავამ.

გერმანული მოდელის მიხედვით,  თუ პარტია პროპორციულ არჩევნებში აიღებს მოსახლეობის ხმების 50%-ს, რაც 150-წევრიან პარლამენტში 75 სადეპუტატო ადგილის მოპოვებას ნიშნავს და პარალელურად, მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს 60 ოლქში, მაშინ ის 60 ადგილს შეავსებს მაჟორიტარების ხარჯზე, საარჩევნო პროპორციული სიიდან კი მხოლოდ პირველ 15 ადამიანს გაიყვანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g