ოპოზიციის უარი მმართველ გუნდს და უმრავლესობის მხატვრული შეფასებები – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს როცა უყურებს, ლუი XV ახსენდება.
“ლუი XV ამბობდა, ჩემს მერე წარღვნაც მოსულაო. ამათი ინტერესი რეალურად არის ის, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და რა ფასად მოვლენ, ქვეყანას ეს რად დაუჯდება არ აინტერესებთ“, – ამბობს კილაძე.
ქართული ოცნება თანხმდება, რომ საარჩევანო სისტემა უნდა შეიცვალოს - გიორგი ვაშაძე
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ აქ სუაბარი არაა პროპორციულის მსგავსი შედეგი დაიდება თუ არა. მათ თქმით, მთავარი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხია.
“ევროპული საქართველოს” დეპუტატი სერგი კაპანაძე ქართული ოცნების ახალ შეთავაზებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, მმართველმა გუნდმა შეიმუშავა მოდელი, რომელშიც ჩადებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი. ეს კი პარტიას, რომელიც არჩევნებში 40%-ს ან 40%-ზე ნაკლებს მიიღებს , უკრძალავს პრაქტიკულ და თეორიულ შანსს, რომ მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს.