LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ: მამუკა მდინარაძე

83
pjimage-18 (2)

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ. ამის შესახებ მან პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

“თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით გარკვეულ პოზიციაზე, რომელიც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას, ეს ასევე უნდა აისახოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხვალ პარლამენტში კენჭისყრაა ჩანიშნული, რომლის განსახილველი საკითხი, სავარაუდოდ, ოპოზიციის დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g