LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპრა უინფრის მამა უყურადღებობაში ადანაშაულებს

149

გამოცემა RadarOnline სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ცნობილ ტელეწამყვანსა და მედიამაგნატს, ოპრა უინფრის 83 წლის მამა სასიკვდილოდ ჰყავს განწირული. ინფორმაციას თავად ვერონ უინფრი ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი მილიონერი ქალიშვილი მას წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ ეკონტაქტება:

„წელიწადში ორჯერ, ჩემს და მის დაბადების დღეზე ჩვენ სატელეფონო კონტაქტი გვაქვს. საუბარი ოც წუთზე მეტხანს არ გრძელდება“, – აცხადებს ვერნონი, რომელიც მარტო ცხოვრობს.

კორეის ომის ვეტერანმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა, თითქმის მთლიანად დაკარგა სმენა. მამაკაცის ახლობლების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ძვირადღირებული საათის გაყიდვაც მოუწია, ცნობილ წამყვანს კი მამის პრობლემის მოგვარება ერთ დღეში შეუძლია.

„ოპრა უზარმაზარ სასახლეში ცხოვრობს, სადაც ბალახი არასოდეს ჭკნება და ამისთვის ის ყოველდღიურად უამრავ ფულს ხარჯავს. კარგი იქნებოდა, საკუთარი მამისთვისაც მიეხედა“, – აცხადებენ მისტერ უინფრის მეგობრები.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g