LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების ფასი 17%-ით გაიზარდა – „კოლიერსი“ ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

149
1552744065-მშენებლობა4

2022 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4 063 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ „კოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბაზრის ზომა 41%-ით, 221 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

„2022 წლის ოქტომბერში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 32%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 117%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 83%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 10%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, „კოლიერსის“ ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა ბინების საშუალო გასაყიდი ფასიც.

„2022 წლის ოქტომბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 11%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა ფიქსირდება.

2022 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – აღნიშნულია კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g