ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი, რომლის შვილსაც ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ანემია განუვითარდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ორ დღეში კლინიკას დატოვებენ.
მან საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
,,ჯოჯოხეთური დღეები ზუსტად 25 მაისს დასრულდება. ასეთი საჩუქარი გამიკეთა დათიკომ. ორ დღეში საავადმყოფოს დავტოვებთ და ახალი გამოწვევისთვის დავიწყებთ მომზადებას. ჩვენი მიზანი, რომ გამარჯვებაა, არ გვავიწყდება წინ, მხოლოდ წინ და არცერთი ნაბიჯი უკან…
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვისა და გამხნევებისთვის…
ოდესმე დავწერ იმ გაუსაძლის დღეებსა და ღამეებზე, რომელიც ოპერაციის შემდეგ გადავიტანეთ…
ცალკე აღნიშვნის ღირსია რკინიგზის საავადმყოფო, რეანიმატოლოგთა სასწაული, პროფესიონალი და ადამიანური ექიმები და სტაფი. მადლობა ჩვენთან ერთად გადატანილი უმძიმესი დღეებისა თუ ღამეებისთვის. თქვენ რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა. მოვა დრო და ამაზეც დავწერ…
მადლობა რომ გვაძლიერებთ”, – წერს თორნიკე ყაჯრიშვილი.