LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.1%-ით გაიზარდა

75
global

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ორ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.1 პროცენტით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 855.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 526.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (4.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 328.7 მლნ. აშშ დოლარი (6.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-თებერვალში 802.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.3 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს მიმდინარე წლის 19 მარტს გამოქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g