LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი დღის წინ იმედი მქონდა გადაწურული.. აპარატზე იყო შეერთებული სრულიად უგონოდ, საერთოდ არ მოძრაობდა… დღეს კი ასე დამხდა“ – რას წერს პატარა გაბრიელის დედა

604
გაბრიელ ჩადუნელი

გაბრიელ ჩადუნელს, რომელიც მკურნალობის კურსს ამ ეტაპზე გერმანიაში გადის, მთელი საქართველო გულშემატკივრობს.

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას დედა, თაკო ბარბაქაძე ავრცელებს.

„ორი დღის წინ იმედი მქონდა გადაწურული.. აპარატზე იყო შეერთებული სრულიად უგონოდ, საერთოდ არ მოძრაობდა… დღეს კი ასე დამხდა, მიწოლილი თავისთვის. სათამაშო ჰქონდა ჩამოკიდუკი თავთან და თამაშობდა… განა არ არის ეს ბავშვი საოცრება? როგორ შეიძლება ერთ დღეს სასუნთ აპარატზე იყო შეერთებული, გათიშული, გაშეშებული და მეორე დღეს ყველაფერი კარგად გქონდეს და თან იმის ძალა, რომ ითამაშო.. გაბი, ჯერ ბოლომდე არ არის ის, ვინც იყო უბრალოდ მაკვირდება… დიდხანს ეძინა და ჯერ ვერ ხვდება, რომ ღვიძავს. თუმცა ხო ხედავთ, რა საოცრებებს შვება ეს ბავშვი? ზუტად ვიცი, რომ ხვალამდე ის გაბი დაბრუნდება, რაც იყო და გაუღიმებს დედას, მიყვარხარ დე, ჩემო სასწაულის მატარებელო“, – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.

„გაბრიელი წინ მიდის და ვიმარჯვებთ, არასდროს მივცემ დანებების უფლებას…“ – რა ინფორმაციას გვიზიარებს პატარა გაბრიელის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები