LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი დროშა აქვთ დახლის ქვეშ დამალული, ვეღარ გაიგეს რომელი აწიონ, ხან ერთს გამოაყოფინებენ თავს, ხან მეორეს” – ხუხაშვილი მთავრობაზე

751
BeFunky-collage (2)

არც პრორუსები არიან, არც პროდასავლელები, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით.

პოლიტოლოგის განცხადებით, ზელენსკი და უკრაინელი ხალხი საქართველოსთვისაც იბრძვის, ამიტომ ზელენსკის მადლობა უნდა გადავუხადოთ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ დასავლეთისთვის საქართველოს მოკავშირედ შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ამიტომ მას შანტაჟის ენაზე ელაპარაკება.

ამასთან, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს სანქციებთან შეერთება მაინც მოუწევს.

„სანქციებთან მიერთების გამო რუსეთი ჩვენ არ და ვერ დაგვიწყებს, რამდენიმე ათეულ ქვეყანას აქვს დაწესებული და არავისთან ომი არ დაუწყია. შეიძლება გაბრაზდეს, მაგრამ ეს არ არის ომის საფუძველი. გარდა ამისა, საბოტაჟის ტოლფასია პაპუაშვილის განცხადებაზე, აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესება რუსეთთან რაიმე პრობლემებს შეუქმნის რუსეთს, ამაზე კი არაა საუბარი, ამით ჩვენ უნდა დავადასტუროთ მარტივი რამ, რომ საქართველო არ გახდება პლაცდარმი დასავლური სანქციების გვერდის ავლის.

სანქციებთან მიერთება გახდებოდა იმის გარანტი, რომ არსებობს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნება, რომ რეექსპორტის რეჟიმში არ მოხდეს შავი ხვრელის გახსნა საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის.

საქართველოსაც ახლა მოუწევს ცოტა შეფერთხვა, ისედაც ანგარიშსწორება გაჭირდება, ჩვენ გვინდა თუ არა ამ სანქციებთან მაინც მიგვაერთებენ საბოლოო ჯამში, მაგრამ ხელისუფლების ეს პოზა ძალიან მძიმეა. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, არ არიან პრორუსები, ნამდვილად ვერ დავაბრალებ, არც პროდასავლელები არიან, აქვთ ერთადერთი ფასეულობა, ეს არის ძალაუფლება. შესაბამისად მათ აირჩიეს ასეთი პოზიცია, რომ მიჰყვნენ ისტორიის დინებას, მარჯვენა სანაპიროზე გარიყავს ეს დინება გააგრძელებენ გაუმარჯოს ნატო-ს ყვირილს, მარცხენა სანაპიროზე გარიყავს, იყვირებენ გაუმარჯოს წითელ არმიას, ორი დროშა აქვთ დახლის ქვეშ დამალული, ვეღარ გაიგეს რომელი აწიონ, ხან ერთს გამოაყოფინებენ თავს ხან მეორეს, ცოტა დაბნეულებიც არიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში, არ არიან მარტივ სიტუაციაში“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g