LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ოქრო, ორი ბრინჯაო: ქართველებმა პოლონეთში მედლები დააგროვეს

100

პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის – Poland Open – პირველი დღე ქართველი ფალავნებისთვის წარმატებულად დასრულდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოთხივე წევრი მედლისთვის იბრძოდა. 61 კგ წონით კატეგორიაში ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გავიდა, სადაც მისი მეტოქე ანდრეი პერპელიტა იყო.

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მოლდაველ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, 10:0 დაამარცხა და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ, ხოლო ზურა ერბოწონაშვილმა – 74 კგ-ში.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს: 130 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ლევან არაბულმა ფინალში ლიტველ მანტა კნისტაუსტასთან იბრძოლა, 5:0 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

 

magti 5g