LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი სარბოლო Audi აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით ჩაფრინდა

39

ორი სარბოლო Audi RS3 LMS აშშ-ში ავიაკომპანია Delta-ს სამგზავრო თვითმფრინავის საბარგო განყოფილებით ჩაიტანეს. ფოტოები, სადაც ავტომობილების გადმოტვირთვაა ასახული, ერთ-ერთმა მკითხველმა Jalopnik-ს მიაწოდა.

ავტომობილები ატლანტას აეროპორტში დააფიქაირეს, თუ ვისთვის არიან ისინი განკუთვნილნი, ჯერჯერობით უცნობია.

Audi RS3-ის სარბოლო ვერსია 2016 წლის სექტემბრის თვეში პარიზის ავტოსალონზე გამოჩნდა. ავტომობილის საწყისი ფასი, რომლის გამოყენებაც TCR-ის სერიის ნაციონალურ და საერთაშორისო რბოლებშია შესაძლებელი, 99 000 ევროა.  RS3-ის საგზაო ვერსია კი გერმანიაში 55 900 ევროა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები