LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ორი შვილის დედა ვარ“ – კირა ნაიტლი კამერების წინ აღარ გაშიშვლდება

1011
unnamed

34 წლის მსახიობმა, კირა ნაიტლიმ ჟურნალ The Financial Times-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა. მსახიობმა აღიარა, რომ როდესაც კამერების წინაშე შიშველი იდგა, ეს მას უხერხულბასა და დისკომფორტს არასდროს უქმნიდა, თუმცა, მას შემდეგ რაც ის დედა გახდა, სიშიშვლესთან და პიკანტურ სცენებთან მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა და გადაწყვიტა, კამერების წინაშე აღარასდროს გაშიშვლდეს.

„მე საკუთარი სხეულით სავსებით კმაყოფილი ვარ, თუმცა, აღარ მსიამოვნებს გადამღები ჯგუფისა და კამერების წინაშე შიშველი დგომა, მე უკვე ორი შვილის დედა ვარ“ – ამბობს ვარსკვლავი.

შეგახსენებთ, კირა ნაიტლი და მის მეუღლე, ჯეიმს რაიტონი ორ ქალიშვილს, 4 წლის ედისა და 1.5 წლის დალილას ზრდიან. წყვილი 2013 წელს დაქორწინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები