LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი შვილის მამას გარეთ ბეილს ცოლი მოყავს

42

მადრიდის „რეალის“ მოთამაშემ გარეთ ბეილმა ნიშნობის შესახებ განაცხადა.
ორი შვილის ყოლამ ბოლოს და ბოლოს დაარწმუნა უელსელი, რომ ემა რის-ჯონსისთვის წინადადება გაეკეთებინა.

16 ივლისს გარეთ ბეილმა 27-ე დაბადების დღე იზეიმა. ამ თარიღმა იუბილარი ცვლილებების საჭიროებაში დაარწმუნა. „მან თანხმობა მითხრა. ეს დაბადების დღე დიდხანს არ დამავიწყება“, – დაწერა ფეხბურთელმა ტვიტერში.

ბეილი და რის-ჯონსი ერთმანეთსს სკოლიდან იცნობენ. 2012 წლის 21 ოქტომბერს მათ ქალიშვილი ალბა ვიოლეტა შეეძინათ. წელს, 22 მაისს კი მეორედ გახდნენ მშობლები. ახალშობილს ნავა ვალენტინა დაარქვეს.

Cnj3b68WYAAxilf

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები