ხელოვნებათმცოდნე ნინო გარაყანიძე საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს წარმოგვიდგენს.
რა ასაკიდან მუშაობთ ხელნაკეთ ნივთებზე და კონკრეტულად რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?
ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი ბავშვობიდან მქონდა. თავდაპირველად სამკაულების კეთება დავიწყე. ვაკეთებდი ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს, თმისამაგრებს და ა.შ. დღეს კი ჩვენი ძირითადი საქმიანობა წიგნის თემატიკას უკავშირდება. ვქმნით წიგნის დიზაინით სამკაულებს, გასაღების საკიდებს, საათებს. ასევე ვქმნით მაისურებს სხვადასხვა დიზაინით ლიტერატურის და ფილმის თემაზე.
რა ღირს თქვენი დიზაინით შექმნილი ნივთები და სად შეგვიძლია მათი შეძენა?
ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომია. ყელსაბამებისა და გასაღების საკიდების ფასი 6.50 ლარია. ჩემი დიზაინით შექმნილი ნივთების შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში “ბიბლუსი”, “ლიგამუსი”და სხვა. შეგიძლიათ გამოიწეროთ ვებ-გვერდ “emocia.ge“-ის საშუალებითაც, ასევე გვაქვს რეგიონებში ადგილზე მიწოდების სერვისი.
რა მასალის თვლებს იყენებთ?
ყელსაბამების ვამზადებთ პლასტმასისგან, რომელიც იჭრება და მუშავდება საამქროში. ასევე სხვადასხვა ძვირფას და ჩვეულებრივი მეტალის ქვებს.
მამაკაცის აქსესუარებსაც თუ ამზადებთ?
მოთხოვნის შესაბამისად. მამაკაცებიც ყიდულობენ წიგნის დიზაინით შექმნილ ყელსაბამებს.
საკიდი 8 ლარი, ყელსაბამი 6,50 ლარი
მაისური 19 ლარი
სამაჯური 12 ლარი
სამაჯური 35 ლარი
სამაჯური 9 ლარი
ყელსაბამი 10 ლარი
პატარა- 16 ლარი (სვაროვსკის შუშები) დიდი- 25 ლარი (სვაროვსკის შუშები)
აგატის ქვებისა და სვაროვსკის შუშების სამაჯური 15 ლარი
სამაჯური 9 ლარი
ყელსაბამი 16 ლარი
საყურე (კვარცი, აგატი) 10 ლარი
საყურე 10 ლარი
აგატის ქვების სამაჯური 9 ლარი
სამაჯური 16 ლარი
ყელსაბამი სვაროვსკის შუშებით 15 ლარი
ყელსაბამი 12 ლარი