„AlterSocks” მომხმარებელს ორიგინალური წინდების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას ბრენდის დამფუძნებელმა აღნიშნა, „AlterSocks” მსურველებს ახალ კოლექციას სთავაზობს, რომელთა ფასიც 6 ლარიდან 8 ლარამდე მერყეობს.
ამას გარდა, მოქმედებს აქცია, იმ შემთხვევაში, თუ სამ წყვილ წინდას შეიძენთ, თითოეულ მათგანს ფასი დააკლდება.
სასურველი წინდის შეძენა „თბილისი მოლსა“ და „ისთ ფოინთში“ შეგიძლიათ. მაღაზიას ფილიალები აქვს ბათუმსა და ქუთაისშიც.