LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორმა სტუდენტმა შექმნა „ჭკვიანი“ ფარდა, რომელსაც ოთახში ტემპერატურის შენარჩუნება შეუძლია

244
new234453546789

ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა, ესმე ვილემსენმა და ანა კოპმანმა შექმნეს ფარდა, რომელსაც დახურულ სივრცეში მუდმივი 25 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურის შენარჩუნება შეუძლია. „ჭკვიან“ ფარდას არც ელექტროენერგია და არც ენერგიის სხვა წყაროები არ სჭირდება – ის ინოვაციური მატერიალის დამსახურებით მუშაობს.

მატერიალი Phase Change Material გადამუშავებული ნარჩენების ორ ფენას შორის თავსდება. მას სითბოს გამოყოფა ან პირიქით შთანთქმა შეუძლია და არჩევანს გარემო ტემპერატურაზე დაყრდნობით აკეთებს. დღესდღეობით ამ მატერიალს სხვადასხვა სფეროში უძებნიან გამოყენებას, პირველ რიგში კი ელექტრონიკაში.

25 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის დროს მატერიალი მყარია და სითბოს გამოყოფს. ხოლო როცა ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსზე ზემოთ ადის, ის დნება და ზედმეტი სითბოს შთანთქმას იწყებს.

როგორც ფარდის შემქმნელები ირწმუნებიან, მათ გამოგონებას ზაფხულში კონდიციონერის ზამთარში კი გათბობის სისტემის ჩანაცვლება შეუძლია. ამჯერად სტუდენტები სტარტაპის დაარსებას და ასეთი ფარდების ფართო წარმოებას გეგმავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g