LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორშაბათს ჩატარდება გაბრიელის ოპერაცია, გადარჩენის შანსი 1%-ია..სასწაულის იმედი გვაქვს“ – რას წერს პატარა გაბრიელის დედა

1816
გაბრიელისთვის

პატარა გაბრიელს, რომელსაც საზოგადოება ძალიან გულშემატკივრობს, ოპერაციას ორშაბათს გაუკეთებენ.

ბიჭუნას დედა, თაკო ბარბაქაძე წერს, რომ გაბრიელის გადარჩენის შანსი 1%-ია.

„ორშაბათს ჩატარდება გაბრიელის ოპერაცია, რომლის გადარჩენის შანსიც 1% ია.. თუმცა არა ეს შანსი არ არის ეს არის სასწაული ზუსტად ასე ამბობენ ჩვენი ექიმები და ქირურგები.. ჩვენ არ გვაქვს შანსი ჩვენ გვაქვს სასწაულის იმედი…გაბრიელის წვრილი ნაწლავი 20 სანტიმეტრია..თავიდან უარი თქვეს ოპერაციაზე, თუმცა ჩვენი თანხმობით ისინი მაინც გააკეთებენ ამას..ჩვენ მხოლოდ ორი შანსი გვქონდა წაგეყვანა საქართველოში და ისევ გადასხმებზე დაგვეტოვებინა და უბრალოდ დავლოდებოდით გაბრიელის წასვლას..ან გაგვეკეთებინა ოპერაცია და მცირე შანსი მაინც გვქონოდა გადარჩენის…ჩვენზე უარი თქვეს კლინიკებმა და ვინც გვითხრა, რომ ამას გააკეთებდნენ მან არც კი იცოდა რამდენი სანტიმეტრი ჰქონდა ბავშვს დარჩენილი ასეა ყველაფერი ფულის გამო ხდება. ჩვენ ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ და მინდა რომ ეს თქვენც დაიჯეროთ.. ვერ ვუყურებ მას ნელ-ნელა როგორ მოუკვდება ორგანოები. მჯერა, რომ ის გადაიტანს და თუ ვერ გადაიტანს მინდა რომ მშვიდად წავიდეს ანგელოზებთან ნაკლები ტკივილით…ასე გამოვიდა, ეს ჰქონია ღმერთს ჩვენთვის ჩაფიქრებული…ბოლო თხოვნა ოპერაციისთვის იქნება გაბრიელისთვის მეგობრებო… 25101051767

თქვენ მწერთ, იცით რა ჩემს ნალწავს მოგცემთ ნახევარს იქნებ გადაუნერგოთ. მას მხოლოდ ჩვილის ნაწლავი გამოადგება და ღმერთმა არ დაუშვას სხვა ჩვილის სიკვდილიც ამას არ ვნატრობ და არც ველოდები..თქვენ მას მხოლოდ ფულით არ ეხმარებით თქვენ გინდათ რომ მისთვის ორგანო გაწიროთ…ვფიქრობ ჩვენ უკვე მოვიგეთ ეს ბრძოლა,“ – წერს გაბრიალის დედა თაკო ბარბაქაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g