ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობდნენ საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
სამწუხაროდ, ახალგაზრდა ბიჭების დედა, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა დაიღუპა.
მაგრამ ამჯერად ძმები ქართველიშვილები პატარა გაბრიელს დაეხმარებიან. ამ ინფორმაციას ნიკა ქართველიშვილი ავრცელებს.
ტაქსაობით შვილები ცდილობენ დედის მკურნალობისთვის თანხა შეაგროვონ.
ტაქსი მაიასთვის - შვილები დედის გადასარჩენად ფულს ასე აგროვებენ
ტაქსისტი ძმები, რომლებიც დედის გადასარჩენად თავდაუზოგავად იბრძოდნენ, საზოგადოებას პატარა გაბრიელის გასადარჩენად გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
ნიკა ქართველიშვილის ინფორმაციით, პატარა გაბრიელი თურქეთში 1 თვის წინ უნდა გადაეყვანათ, მაგრამ უსახსრობის გამო ეს ვერ მოხერხდა.
„გაბრიელს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია თურქეთში და მე და ჩემი მეგობრები ამოვედით პატარასთან, მეგობრები რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩემი ოჯახის გვერდით იდგნენ და გვეხმარებოდნენ ყოველივეს გადატანაში. ამ პატარას სჭირდება ჩვენი დახმარება, რომ რაც შეიძლება მალე ჩავიდეს თურქეთში და გაუკეთონ ოპერაცია, რომელიც, როგორც მშობლები გვეუბნებიან, არის სასწრაფო და მისი გადადება არ შეიძლება“, – ამბობს ვიდეომიმართვაში ნიკა ქართველიშვილი.
ბანკის ანგარიშები:
თიბისი ბანკი :
#GE07TB7315736010100041
#GE26TB7315736110100006USD
#GE96TB7315736110100007EUR
მიმღები ლაშა ტოკლიკიშვილი
https://www.facebook.com/nika.qartvelishvili.33/videos/1347746662053757/
