LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშვილიანი დედები ყველაზე პროდუქტიული თანამშრომლები არიან

99

შეხედულება, რომ  დედები სამსახურეობრივ კარიერაში წარუმატებლები არიან, მცდარია. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დედები მეტად პროდუქტიული თანამშრომლები არიან, ვიდრე მათი უშვილო კოლეგები. ამასთან, თუ ქალს უკვე ჰყავს ერთი შვილი, მეორეს გაჩენაზეც უნდა იფიქროს, რადგან სწორედ ეს დაეხმარება კარიერულ წარმატებაში.

კვლევის ავტორები თანხმდებიან, რომ ჩვილი ბავშვების დედების შრომისუნარიანობა 15%-17%-მდე მცირდება, როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან, დედების შრომისუნარიანობა მაქსიმუმამდე ადის.

კვლევის ავტორებმა სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასი ეკონომისტი ქალი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედებს შვილების გამო სამსახურის გაცდენა უხდებათ, ოფისში დაბრუნებისთანავე ანაზღაურებენ საქმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g