LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული ცოლის ცემის ფაქტი ქმარმა სასამართლოში აღიარა

300
2019-06-26-12-37-45-379951

17 წლის ორსული ცოლის ცემაში ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ 2-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიუსაჯა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მამაკაცი არასრულწლოვან ორსულ ცოლზე ძალადობდა. გაირკვა, რომ ბრალდებულმა ცოლს სახეში გაარტყა, ამისთვის კი მოსამართლემ 2 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 2-წლიანი გამოსაცდელი ვადა შეუფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.

სასამართლომ ბრალდებულის აღიარება შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია და მასზე გარკვეული დროით ზედამხედველობა დაუშვა, თავისუფლების აღკვეთის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g