LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ხახუბიას საქმეში ბრალდებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ

99

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული სამი პოლიციელის პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებულთაგან არც ერთი ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატი ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ ბრალდებული პოლიციელები – სადაღაშვილი და რუსიშვილი დავალებას ასრულებდნენ, რომელიც ათმეთაურისგან, ხაბელაშვილისგან მიიღეს და მათ მიმართ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.

გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა იგეგმება.

გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს დაიღუპა.

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები