LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება

111
ცვლილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში

სააღსრულებო წარმოების პროცესში ყადაღა აღარ დაედება და აღსასრულებლად არ მიექცევა თანხა, რომელიც მოვალე ორსულ ქალს ან მშობელს სახელმწიფოსგან ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში დახმარების სახით გადაეცემა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შესაბამისი ცვლილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში აისახება. პროექტის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება ყადაღას არ დაექვემდებარება და აღსასრულებლად არ მიექცევა.

საკანონმდებლო ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არა უმეტეს 2 000 ლარის ოდენობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g