წელს „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონია 25 აპრილს გაიმართება. ესა არის ოსკარების ისტორიაში მეოთხე შემთხვევა, როდესაც ჩატარების თარიღიგადაიდო, ამის მიზეზი კი პანდემია გახდა. განსხვავებით სხვა ცერემონიებისგან, დაჯილდოვება წელს ონლაინრეჟიმში არ ჩატარდება. ნომინანტებს წელს ისევ წითელ ხალიჩაზე, ისევ დოლბის კინოთეატრში უმასპინძლებენ, თუმცა ამერიკის კინოაკადემია შეცვლილ წესებს აქვეყნებს.
ცნობილი ხდება, რომ წელს რიგით 93-ე „ოსკარის“ ცერემონია ძალიან შეზღუდული იქნება. მაგალითად ნომინანტებისთვის არ გაიმართება პრე-ფართი, ასევე კინოაკადემია უარს ეუბნება სპონსორებს ავთერ-ფართის გამართვაზე. რაც შეეხება ღონისძიებაზე დამსწრეებს, „ოსკარზე“ მხოლოდ ნომინანტებსა და კონვერტის გამხსნელებს დაპატიჟებენ. არ იქნება ხალხმრავალი ნომრები და დაჯილდოვებას არ ეყოლება საპატიო სტუმრები.
წლევანდელი ცერემონიალის რეჟისორი სტივენ სოდერბერგია.