LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარის მოლოდინში კბილები დასცვივდა“ – ბრენდან ფრეიზერის საოცარი პერფორმანსი ჯიმი ფელონის შოუში

205
Untitled.pngsdfsd

ბრენდან ბრეიზერი ჯიმი ფელონის შოუს ეწვია. მსახიობმა კოსტიუმირებული შოუ მოაწყო და ფლეიტაზეც დაუკრა. პერფორმანსის დროს კი უეცრად ხელოვნური კბილები ჩამოსძვრა. სახალისო ვიდეომ სოციალური ქსელი მოიცვა.

„ოსკარის მოლოდინში კბილები დასცვივდა“, „უნიჭიერესი მსახიობი“, „ოსკარს იმსახურებს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 13 მარტს მსოფლიო გაიგებს, ვინ გახდება „ოსკარის“ მფლობელი „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“, სწორედ ამ დღეს გამოავლენს ამერიკის აკადემია მთავარ გამარჯვებულებს. „ოსკარის“ მიღების ერთ-ერთი პრეტენდენტი ბრენდან ფრეიზერია, რომლის ფილმი, „ვეშაპი“ კინოკრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. რეალურად კი ეს ფრეიზერისთვის ის საოცნებო როლია, რომელმაც მსახიობს „კინომსახიობთა გილდიის“ საპატიო ჯილდო და ყველა პრესტიჟული ნომინაცია მოუტანა.

ბრენდან ფრეიზერი „ოსკარის“ მოლოდინში – როგორ კეთდება 6 საათიანი გრიმი საოცნებო როლისთვის

წარმოუდგენელი შედეგი უმოკლეს დროში – ბრენდან ფრეიზერი ძველ ფორმას უბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები