საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, რაც უფრო მეტად ამბიციურ გეგმებს და მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.
შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.