LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

51
ოპოზიცია

„ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“, გირჩი -მეტი თავისუფლებას“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა  თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

ნიკა მელიამ, ელენე ხოშტარიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და გიგა ბოკერიამ დედაენის ბაღში ბრიფინგი გამართეს და საიდანაც ცნობილი ხდება, რომ:

„ევროპულ საქართველოსა“ და „დროას“ 3-3 კანდიდატი ეყოლებათ, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ოთხი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, არც ერთი, მათ მხოლოდ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ეყოლებათ.

პარტია ,,ევროპული საქართველოდან” სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში – ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.

პარტია ,,დროას” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის მაჟორიტარი – ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობახე.

პარტია ,,გირჩი-მეტი თავისუფლების” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში – ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე – თენგიზ კირთაძე და საბურთალოში – ბორის ყურუა.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები ოქტემბერში გაიმართება.

„ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატები წარადგინა – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციასთან

პოპულარულები