ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში საწვავის ფასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ის კვლავ მოიმატებს და 1 ლიტრის ღირებულება საშუალოდ 4 ლარი გახდება.
საწვავის ფასის გაძვირებას შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:
- ინფლაცია და ვალუტის კურსი. არასტაბილური მონეტარული პოლიტიკა და გაუფასურებული ლარი დოლართან მიმართებით.
- ლოგისტიკური ხარჯების გაძვირება. ნავთობიმპორტიორებს საწვავის გადაზიდვის და დასაწყობების ხარჯი საშუალოდ 15% გაუძვირდათ (აღნიშნული ხარჯი ამერიკულ დოლარში განისაზღვრება).
- საქართველოში საწვავის 80%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდიოდა და მისი ფასი დადგენილზე საშუალოდ 30%-ით იაფი იყო. რუსეთმა საქართველოში საწვავის ექსპორტი საკუთარი ბაზრის სტაბილიზაციის გამო შეაჩერა. შესაბამისად, ქართულ ნავთობიმპორტიორებს საწვავის შეძენა საშუალოდ 30%-ით ძვირად ევროპასა და აზერბაიჯანში მოუწევთ.
ოთო აბესაძის თქმით, აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავალი იქნება:
- მთავრობის მხრიდან საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება (ეს ნაბიჯი ერთ ლიტრ საწვავს 50 თეთრით გააიაფებს).
- სწორი მონეტარული პოლიტიკა (1 ამერიკული დოლარი 2 ლარი რომ ღირდეს, საწვავი საშუალოდ 30 თეთრით გაიაფდებოდა).