LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე „ევროვიზიაზე“ საქართველოს ქართული სიმღერით წარადგენს (ვიდეო)

2203
oto-nemsadze.

„სულ წინ იარე, გულით იარე, იარე, ამ მავთულებზეც გადაიარე“ – ერთ-ერთი სტრიქონია იმ სიმღერიდან, რომელიც წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით გაჟღერდება. მისი ავტორი რომან გიორგაძეა. ის ოთო ნემსაძემ „საქართველოს ვარსკვლავის“ გუშინდელ ფინალზე „შავნაბადას“ თანხლებით შეასრულა და მეორედ გახდა ამ ფორმატის მუსიკალური პროექტის გამარჯვებული. ოთომ ამ გამარჯვებით „ევროვიზიის“ საგზურიც მოიპოვა და მაისში ისრაელში საქართველოს სახელით გამოვა. ის ამ სიმღერას შეასრულებს.

ოთო ნემსაძეს თაყვანისმცემლების დიდი რაოდენობა გულშემატკივრობდა კონკურსზე. პროექტის დასრულების შემდგომ, ის ფანებთან ერთად ფოტოებს იღებდა, რა დროსაც სცენიდან გადავარდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა… საბედნიეროდ, ოთოს მხოლოდ მსუბუქი დაჟეჟილობები აქვს. მისმა მეუღლემ, სოფო მეძმარიაშვილმა ყველა დაამშვიდა და სოციალურ ქსელში დაწერა: „ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ყურადღებისთვის. ოთო კარგად არის. ყველაფერი კარგადაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g