„გამარჯობა, თელავივ!
დიახ, ჩვენ უკვე აქ ვართ და ბრძოლასაც ვიწყებთ, მადლობა ყველას თქვენ, ვინც ამდენ ნეგატივში მამხნევებთ და გვერდით მიდგახართ, ძალიან ბევრნი ხართ და ათასმაგად მიხარია ეგ…
დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ იმას, რომ საქართველოს სახელი მკაფიოდ ჟღერდეს ევროპის დიდ სცენაზე“ – წერს „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული და „ევროვიზიის“ წლევანდელი მონაწილე საქართველოს სახელით, ოთო ნემსაძე, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ისრაელშია გადაღებული.
ის იქ „ევროვიზიის“ წინამოსამზადებელი სამუშაოებისთვის ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ ოთო რომან გიორგაძის სიმღერას „სულ წინ იარე“ შეასრულებს საერთაშორისო კონკურსზე, სადაც უამრავი ქვეყანა მონაწილეობს.
საინტერესო დეტალი: ოთოს ერთ-ერთი კონკურენტი, რომელიც კვიპროსის სახელით გამოდის, თამთა გოდუაძე იქნება.
