უკრაინის მხარდასაჭერად მომღერალი ოთო ნემსაძე ჯგუფ Limbo-სთან ერთად ახალ პროექტს ამზადებს, რომელიც დღის სინათლეს მალე იხილავს. საზოგადოებას ერთობლივად მალე წარუდგენენ სიმღერას, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩაწერეს. „ჩვენი დების და ძმების ტკივილი ჩვენი ტკივილია“, წერია პატარა განცხადებაში, რომელიც ოთო ნემსაძის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ოთოს უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს. ის უკრაინულ „ვოისში“ მონაწილეობდა და სლავა ვაკარჩუკის გუნდში იყო.
