LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოზურგეთის განახლება აღიზიანებთ“ – მერი „კუბოს ფორმის“ საყვავილეებზე მოქალაქეების რეაქციას ეხმაურება

505
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ”, – ასე ეხმაურება ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ინტერნეტის რეაქციას სკვერში დადგმულ „კუბოს ფორმის” საყვავილეებზე.

გუშინ, 16 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც მოქალაქეებმა საყვავილეების ფორმა კუბოს მიამსგავსეს.

 

 

ოზურგეთში ქალაქის ცენტრში ხელოვნური კუბოები დადგა მერიამ ქალაქს ალამაზებსო ?

Posted by გიორგი ჯახაშვილი on Thursday, 16 March 2023

 

ოზურგეთის მერი აქვეყნებს ფოტოებს, თუ როგორი უნდა იყოს საყვავილეები პროექტის დასრულების შემდეგ და დასძენს, რომ ოზურგეთის „იმიჯის შელახვით“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა დაკავებული.

„აი ასეთი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი თეატრის წინ.

❗️იმის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, –

“ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული. ცხადია, რომ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ.

 

აი ასეთი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი თეატრის წინ.

❗️იმის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის…

Posted by ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze on Thursday, 16 March 2023

 

საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!“, – წერს ავთანდილ თალაკვაძე.