ცოტა ხნის წინ გახსნილი სკოლები ოზურგეთში ისევ იხურება და სწავლება დისტანციურ რეჟმზე გადადის.
სოფლების – ქვემო და ზემო ნატანების, ლიხაურისა და ცხემლისხიდის სკოლებში, მოსწავლეებსა და პედაგოგებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა. ორშაბათიდან სწავლა რამდენიმე კლასში ჰიბრიდულ რეჟიმში გადავა. ხოლო სოფელ ზემო ნატანებში მოსწავლეები მთლიანად ონლაინ რეჟიმს დაუბრუნდებიან.
რა შეზღუდვები იხსნება 1-ელი თებერვლიდან - რეგულაციების ნაწილი მარტამდე დარჩება
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ აჭარაში მუშაობას იწყებენ რესტორნები და კაფე-ბარები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიიღო.
ზემო ნატანების სკოლასთან დაკავშირებით კი, სადაც ვირუსი მუსიკის პედაგოგს დაუდასტურდა, განათლების მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მთლიანად სკოლა ორი კვირით ონლაინ სწავლებაზე გადავა.