“ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი – ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს, ეს შემაშფოთებელი პროგნოზია,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის ამთვისებელია.
პაატა იმნაძე: „ომიკრონი“ რა თქმა უნდა შემოაღწევს, საქართველო მთვარეზე არ არის
„ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ ზამთარს ვხვდებით ისე, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი, ეს ძალიან გვაწუხებს. ამას თუ უახლოეს პერიოდში კოვიდგადატანილებსაც დავამატებთ, ვისაც დღეს აქვს იმუნიტეტი, ეს იქნება ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 60%-მდე. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის ამთვისებელია. ეს არის ძალიან დიდი ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ისევ აგიზგიზდეს. ჩვენ რომ 4 000-ს ჩამოვცდით ეს არაფერს ნიშნავს, ერთ-ორ კვირაში ისევ დაიწყება მატება და ეს შემაშფოთებელი პროგნოზია”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.