LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი – აუცილებლად იქნება ერთიანობა, ჩვენს გარდა იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც“

117
პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანი არის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი – აუცილებლად იქნება ერთიანობა, ჩვენს გარდა იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ერთიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დეტალები 8 ივლისს გახდება ცნობილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა, მას თინა ბოკუჩავა შეცვლის

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი და ძლიერი ოპოზიციური პარტია. ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანი არის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი, ანუ, გრავიტაციის ცენტრი. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენს მიზნად რჩება დიდი ერთობა, თუ ის არ გამოვა, მაშინ იმდენად ერთად გავერთიანდებით საერთო პლატფორმაზე, რამდენადაც შევძლებთ“

„ყველა შემთხვევაში, ამ არჩევნებზე ჩვენ გვეყოლება მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე და მტერი – ეს არის ოლიგარქის ჯგუფი“.

8 ივლისს გაიგებთ ყველაფერს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მარტო არ იქნება ერთად, იქნება ბევრი საინტერესო ადამიანი, მათ შორის, ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფი, ეს შემიძლია გითხრათ. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც“. – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პოპულარულები