LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ზაქარეიშვილი: „აფხაზეთში ჩვენგან მანქანების დიდი რაოდენობა შედის, რომელიც ადრე არ შედიოდა, მაქვს საფუძვლიანი უფლება, მივიღო პასუხი, რა ხდება? – თუ ამის გამო მოღალატეს დამიძახებენ, ამით ჩემი ეჭვები არ გაიფანტება“

160
პაატა ზაქარეიშვილი

„არ შეიძლება დავაზიანოთ პარტიები, რომლებსაც 5%-ის აღების შანსი აქვთ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავს უფლება არ უნდა მისცეს, რომ მაგალითად, გვარამია-მელიას პარტია ძალიან აკრიტიკოს, ამით ორივე დაზარალდება“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ორი ენერგია აქვს – „სიღარიბე და წარსულში შერცხვენილი ოპოზიცია“ და სანამ ეს პარტია ხელისუფლებაში იქნება, სიღარიბე სულ იარსებებს:

მდინარაძე გვარამია-მელიას გაერთიანებაზე: „ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“

„საქართველოში მოსახლეობის ნაწილი პროდასავლური არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ პროდასავლური ამომრჩეველი მათ ხმას არ მისცემს, ამიტომ სხვა კატეგორია უნდა იპოვონ. მათი ადმინისტრაციული რესურსი, დაახლოებით 20-25%-ია. მსგავსი არიან პოლიციის თანამშრომლები, კოორდინატორები, მათი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით, რეგიონებში.

საზოგადოებაში დაღლა იგრძნობა, ამდენი ხანი არცერთი პარტია არ ყოფილა ხელისუფლებაში, მაგრამ ხალხს სხვა არჩევანიც არ აქვს. ახალი პარტიები იქმნება, მაგრამ სახეები ძველია.

მიუხედავად ამისა, არ შეიძლება დავაზიანოთ პარტიები, რომლებსაც 5%-ის აღების შანსი აქვთ, რადგან 5%-ზე ნაკლები ნიშნავს იმას, რომ ხმები „ქართული ოცნების“ მხარეს მიდის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავს უფლება არ უნდა მისცეს, რომ მაგალითად, გვარამია-მელიას პარტია ძალიან აკრიტიკოს, ამით ორივე დაზარალდება.

ნიკა გვარამია: „ახალზე“ ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც და ხელისუფლებაც, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მძიმეწონიანი მოთამაშეები ვართ, ილაპარაკეთ ჩვენზე, ეს გვაწყობს“

„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ორი ენერგია აქვს – სიღარიბე და წარსულში შერცხვენილი ოპოზიცია. სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, სიღარიბე სულ იარსებებს და სანამ ღარიბი ხალხი ხმას არ ამოიღებს, ეს არ შეიცვლება. რაც შეეხება „შერცხვენილ ოპოზიციას“ მათ შეცდომები უნდა აღიარონ და უნდა თქვან, რომ ამისთვის პასუხი აგეს. თავდაცვის ნაცვლად, განსხვავებული ლოზუნგები სჭირდებათ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხზეც ისაუბრა. ზაქარეიშვილის თქმით, სანქციებისთვის თავის არიდების კონტექსტში არსებულ ეჭვებს ხელისუფლების მხრიდან „გაფანტვა სჭირდება“ . ის ურჩევს მთავრობას ისაუბრონ „არა ემოციებით, არამედ საქმით“.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენგან მანქანების დიდი რაოდენობა შედის, რომელიც ადრე არ შედიოდა. მე მაქვს საფუძვლიანი უფლება, მივიღო პასუხი მთავრობისგან, რა ხდება, რა მანქანებია ეს? სად მიდის ამის შემდეგ, აქვს თუ არა ამას რამე კავშირი რუსეთთან? ფაქტია, მათ რაღაცა შეაქვთ ან გამოაქვთ.

ასევე ნახეთ

„გაკეთდა არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ ოჩამჩირეს პორტი უკვე წელს, 2024 დაიწყებს ფუნქციონირებას, როგორც რუსეთის სამხედრო პორტი.“

შესაძლოა პროდუქცია გადააქვთ, მე ამას ვერ დავამტკიცებ, მხოლოდ ეჭვი მაქვს, მაგრამ ამ ეჭვს გაფანტვა სჭირდება. თუ მთავრობას ვეუბნები, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას თავს არიდებს და ის ამის გამო მოღალატეს დამიძახებს, ამით ჩემი ეჭვები არ გაიფანტება. ილაპარაკონ არა ემოციებით, არამედ საქმით“. – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g