LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პაციენტებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს პლაქველინი, შფოთვის საფუძველი არ აქვთ” – ბიძინა კულუმბეგოვი

178
kulumbegovi-1

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ნებისმიერი პრეპარატის სარგებელი უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე მისი შესაძლო პოტენციური ზიანი. იმუნოლოგის განმარტებით, კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ “პლაქველინი” საბოლოდ ამოღებული არ არის. თუმცა, მისი თქმით, ამ დრომდე ჩატარებულმა კვლევამ, პოზიციები შეარყია. ამის შესახებ კულუმბეგოვმა “რუსთავი 2” -ის ეთერში განაცხადა.

“ყველა პრეპარატს აქვს რაღაც გვერდით მოვლენა. ჩვენ ვიცით პრეპარატები, განსაკუთრებით იმუნოლოია-ალერგოლოგიაში, როცა ჰორმონალურ ანუ პრედიზოლონის პრეპარატებს ვიყენებთ და როგორი დამაზიანებელი და გრძელვადიანი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატებს შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, აქ მონიტორინგი უფრო გაძლიერებული გვაქვს. რაც შეეხება პლაქველინის ტიპის ჯგუფის პრეპარატებს, მეორეც არსებობს – ჰიდროქსიქლოროქინი და ქლოროქინი, თუ არის სწორი და კარგი მონიტორინგი, თუ ეს არის სწორი დამიზნებით გამოყენებული, მაშინ მუშაობს. ანუ, ნებისმიერი პრეპარატის სარგებელი უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე მისი შესაძლო პოტენციური ზიანი”, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე განმარტებით, პრეპარატის გრძელვადიან პერიოდში გამოყენების არავითარი რისკი არ არსებობს, ხოლო  იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ “პლაქველინი”შფოთვისა და ღელვის საფუძველი არ აქვთ.

რევმატოლოგიური დაავადებების დროს, მას წლობით იღებენ პაციენტები. როდესაც ვუყურებ ჰარვარდისს, აშშ-სა და გერმანიის პროტოკოლებს, იქ არის 5-დან 10 დღემდე, მეტი ხანგრძლივობით ამ პაციენტებს ეს არ ეძლეოდათ. ამიტომ, არავითარი რისკი, გრძელვადიანი დამაზიანებელი ჰიდროქსიქლოროქინს არ ექნება. ეს ხალხი უნდა იყოს მშვიდად. მაგრამ ბუნებრივია, როგორც მოვისმინეთ, აღარ იქნება ამ პრეპარატის მიმართებით ასეთი დამოკიდებულება, ის ჩანაცვლდება, სანამ არ დაზუსტდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g