პაკისტანში ქალაქ ჰანგუში აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 35 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Geo TV ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი რელიგიურ სასწავლებელში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.