ბოლო 13 წლის მანძილზე პამელა ანდერსონი C ჰეპატიტისგან განკურნებას ცდილობს. ამჯერად კი, „მალიბუს მაშველების“ ვარსკვლავმა დაადასტურა, რომ საბოლოოდ განიკურნა ამ მძიმე ინფექციური დაავადებისგან. ამ ფაქტის აღსანიშნავად ანდერსონმა Instagram-ზე შიშველი ფოტო განათავსა და დაწერა: „მე სუფთა ვარ! ახლახანს შევიტყვე ამის შესახებ. ვლოცულობ, რომ ყველამ, ვინც C ჰეპატიტით ცხოვრობს, გაიაროს მკურნალობის კურსი. მალე ის უფრო ხელმისაწვდომი გახდება“
პამელა ანდერსონმა დაავადების შესახებ 2002 წელს შეიყო. ის ამბობს, რომ ჰეპატიტი მას ტომი ლისგან გადაედო, რომელიც მაშინ მისი მეუღლე იყო და ისინი ტატუირებისთვის საერთო ნემსს იყენებდნენ.