LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია ძალიან სახიფათო ფაზაში რჩება: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

102
tedros

“პანდემია ძალიან საშიშ ფაზაში რჩება” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ლიდერებს, დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობისა და ტესტების მიწოდებით.

WHO-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ პანდემიის გაკონტროლების მხრივ გარკვეული პროგრესია, თუმცა ახალი შტამების სწრაფი გავრცელება პანდემიის მორიგ ტალღებს დააჩქარებს:

“ქვეყნები, რომლებიც ახლა შეზღუდვებს ამსუბუქებს, ძირითადად, ისეთი სახელმწიფოებია, რომლებიც მეტწილად აკონტროლებენ ვითარებას, ცრიან საკუთარ მოსახლეობას, აქვთ ტესტების, ჟანგბადისა და სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი.

ამასობაში კი, ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვს ვაქცინის საკმარისი მარაგი, ვითარება უკიდურესად მწვავდება და იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი.” – თქვა მან.

უცხოური მედიასაშუალებები დღეს აქტიურად წერენ, რომ რამდენიმეკვირიანი შემცირების შემდეგ, შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება ექვსი რეგიონიდან ხუთში. აფრიკის რეგიონი ახლა ებრძვის მესამე ტალღას, რომელმაც შეიძლება კონტინენტს ბევრად უფრო დიდი საფრთხეს შეუქმნას, ვიდრე წინამორბედმა ტალღებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები