LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია ექიმებისთვისაა ყველაზე მძიმე გამოცდა, ზოგმა ანდერძიც კი დაწერა – მედიკოსთა თვალით დანახული კორონავირუსი

145
orld-doctors

მსოფლიო რამდენიმე თვეა აქტიურად ებრძვის კორონავირუსს, რომელიც 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაიწყო და მთელ პლანეტაზე გავრცელდა. დღეს, ვირუსით დაავადების თითქმის 3 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 200 ათასზე მეტი ლეტალურად დასრულდა, სხვებზე ხშირად კი, ექიმები ავადდებიან, რადგან მუდმივ კოტაქტში არიან პაციენტებთან.

გთავაზობთ რამდენიმე მედიკოსის მონათხრობს, რომელთაც საკუთარი თვალით ნახეს დაავადების მთელი კოშმარი.

პედიატრი იტენსიური თერაპიის განყოფილებიდან, ლონდონი – რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელებამდეც ვიყენებდით ნიღაბს და ინდივიდუალური დაცვის ყველა საშუალებას, მაგრამ დღეს ეს მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი მეუღლეც ექიმია და ვირუსით დაავადებულთა პალატაში მუშაობს, ამიტომ ძალიან მეშინია, რომ ერთ დღეს თვითონ დავაინფიცირებთ ერთმანეთს. მუდმივად ფსიქოლოგიურ სტრესს განვიცდით, რადგან ყოველდღე საკუთარი ცხოვრებით გვიწევს გარისკვა.

სარა გერინგი, ინტენსიური თერაპიის მედდა, სიეტლი – პირველ პაციენტებთან მუშაობისას, დიდი ოდენობით ვიყენებდით ნიღბებს, მერე კი, მარაგი ამოიწურეთ და იძულებული გავხდით თვითონ მოგვეფიქრებინა რაიმე. მსოფლიოში უამრავი მედიკოსი დაავადდა, ასე რომ, ჩვენი შეშფოთება სრულიად გამართლებულია. მართალია, გამიმართლა, რადგან ძლიერი იმუნიტეტი მაქვს, მაგრამ ძალიან მეშინია ვირუსი ოჯახის წევრებს არ გადავდო. ვფიქრობ, თუ დროულად არ ვიქნებით უზრუნველყოფილი, მძიმე არჩევანის გაკეთება მოგვიწევს. პირადად მე არ ვარ მზად გავწირო თავი პაციენტებისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი კოლეგა დამეთანხმება.

მედდა მადრიდის ჰოსპიტალიდან – ძალიან გაგვიმართლა, რადგან საკმარისად გვაქვს ნიღბები და ხალათები, თუმცა სხვა კლინიკებში მარაგი სრულად ამოიწურა. ყოველდღე საკუთარი თვალით ვხედავთ პაციენტთა ტანჯვას, ამიტომ ბუნებრივია, რომ ძალიან გვეშინია. ვფიქრობ, პანდემია ექიმებისთვისაა ყველაზე მძიმე გამოცდა, რადგან ბევრი ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს. კლინიკაში საქმეზე ვარ კონცენტრირებული და ვახერხებ არ ვიფიქრო საზარელ შედეგებზე, თუმცა სახლში დაბრუნებულს ყველაფერი ერთიანად მახსენდება და მეჩვენება, რომ ერთ დღეს სწორედ მე აღმოჩნდები ჩემი პაციენტების ადგილას.

ექიმი ლომბარდიის საავადმყოფოდან – ძალიან რთულია მუშაობა, რადგან ცვლის დაწყებამდე ხალათს, დამცავ კოსტუმს ვიცვამთ, ნიღაბს, ხელთათმანებს, სათვალეს ვიკეთებთ და ცვლის ბოლომდე ვერ ვიხსნით, არც წახემსების საშუალება გვაქვს, არც წყლის დალევის, არც საპირფარეშოში შესვლის. რთულია პაციენტებთან ურთიერთობაც, ადრე ხშირად ვსაუბრობდით, ახლა კი, შეუძლებელია კომუნიკაცია, რადგან ერთის მხრივ, ჟანგბადის აპარატი ხმაურობს, მეორეს მხრივ კი, თვითონ არ გვინდა შეყოვნება.

მიშელი, ანესთეზიოლოგი ატლანტადან – უამრავი ექიმი დაინფიცირდა მთელ მსოფლიოში და არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვართ, თუმცა მედიკოსთა დიდი ნაწილი უკვე შეეგუა აზრს, რომ ადრე თუ გვიან დაავადდება და მხოლოდ ახლობლებზე ფიქრობს. ძალიან სამწუხაროა, როცა სხვისთვის სიკეთეს აკეთებ და ამით საკუთარ აზარალებ. ბევრმა ანდერძიც დაწერა, რადგან შვილების პატრონია და ყველაფერზე წინასწარ უწევს ზრუნვა. მე ოჯახისგან იზულირებული, სარდაფში ვცხოვრობ, სადაც ყველაფერი მომარაგებული მაქვს, ასე რომ თუ თავის გაწირვა მომიწევს, ახლობლებს მაინც დავიცავ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები