LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამ სრულიად უცნაური რამ აჩვენა, მსოფლიოში და არამარტო საქართველოში, გავაქრეთ გრიპი, რესპირაციული ინფექციები – ივანე ჩხაიძე

470
img-0031-2020-10-26-09-35-05-164699-1024x683

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ „სრულიად უცნაური რამ აჩვენა“, რადგან პანდემიის საწინააღდეგო შეზღუდვებმა მისივე შეფასებით, გრიპი გაქრა.

როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, გრიპის სეზონი საქართველოში ისე დამთავრდა, რომ 5 თვის განმავლობაში ერთეული შემთხვევები გამოვლინდა.

„პანდემიამ გვიჩვენა ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც სრულიად მოულოდნელი იყო. პრაქტიკულად მსოფლიოში და არამარტო საქართველოში, ნიღბებით, სკოლების და ბაღების ჩაკეტვით გავაქრეთ გრიპი, რესპირაციული ინფექციები. 10 დღის წინ დამთავრდა საქართველოში გრიპის სეზონი. ნოემბერ-მარტის პერიოდში გვაქვს სეზონი ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

საქართველოში გრიპის ორად ორი შემთხვევა დაფიქსირდა 5 თვის განმავლობაში. კვირაში იყო 15-20 შემთხვევა. გრიპი და მძიმე რესპირაციული ინფექციები პრაქტიკულად შესაძლებელია, რომ კონტროლს დაექვემდებაროს. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებელი გრიპის ვაქცინაციის და ბევრი მშობელი თამამად იყენებს ვაქცინას და ყოველწლიურად ამ მშობლების რაოდენობა მატულობს“, – განაცხადა ჩხაიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

გამოვლინდა 506 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები