LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პერიოდში, ქართულმა ღვინომ საერთაშორისო კონკურზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

251
Trio

საფრანგეთში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურზე Citadelles Du Vin ღვინის კომპანიამ “შუმი” რეკორდული შედეგი აჩვენა და ღვინო: „ბიო საფერავი ვინობიზა – 2016“, პრემიალური „მუკუზანი ვინობიზა – 2018“ და „წინანდალი იბერიული – 2018“ ერთდოულად სამი ოქროს მედალით, ხოლო ღვინო „ბიო საფერავი ვინობიზა – 2016“  დამატებით სპეციალური პრიზით, “საუკეთესო ქართული ღვინო” დაჯილდოვდა.

კონკურსზე წარმოდგენილ მსოფლიოს 46 ქვეყნის საუკეთესო ღვინოს ცნობილი ღვინის პროფესიონალები, ენოლოგები, ღვინის კრიტიკოსები და ღვინის ჟურნალისტები აფასებდნენ. კონკურსს ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსების მსოფლიო ფედერაციის  VINOFED პრეზიდენტი ფრანსუა მურიზიე ესწრებოდა.

მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება მნიშვნელოვანია არამარტო კომპანიისათვის, არამედ როგორც ფენომენისთვის  – “ქართული ღვინო” ცნობადობის გაზრდის, მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოვებისათვის.

ღვინის კომპანია “შუმი” მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში განვითარების 23 წლიან ისტორიას ითვლის და მსოფლიოს პრესტიჟულ კონკურსებზე 270 -ზე მეტი ჯილდოს მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g